Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე სლოვინსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს. აკადემიაში სწავლის პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა თანაკურსელებს იური ჩიკვაიძეს და ოლეგ ქოჩაკიძეს. მათთან ერთად მოგვიანებით შექმნა ჯგუფი "სამეული", რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე დიდი როლი ითამაშა საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში, სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის აღმავლობაში. 1957 წლიდან შემოქმედებით გაერთიანება "სამეულში" იღებს მონაწილეობას გამოფენებში; 1959 წლიდან მრავალი კინოფილმის, მულტიპლიკაციურუი ფილმის, და თეატრალური სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, კიევის, პრაღის თეატრებში ("სამეულის" შემადგენლობაში); 1976-1991წწ. იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. შექმნა მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია"(ანიმაციური, 1970), "რერო მასპინძლობს" 1971), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; პერსონალური ბლოგი: alexanderslovinsky.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.209 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |