The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვადიმ სუდაკოვი

ვადიმ სუდაკოვი
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:2007  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის ინსტიტუტი.

დააარსა არაერთი საგუნდო კოლექტივი, მათ შორის: მოსკოვის ბიჭუნათა კაპელა, გნესინების ინსტიტუტის ახალგაზრდული საოპერო და კამერული გუნდი; იყო სსრკ სახელმწიფო ტელერადიო აკადემიის გუნდის დირიჟორი და ხელმძღვანელი; 1992 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის სახელმწიფო საკონცერტო-თეატრალური საგუნდო კაპელის დამაარსებელი, ხელმძღვანელი და დირიჟორი; გნესინების მუსიკალური აკადემიის პროფესორი; ქართული რეპერტუარი, კანტატა-ორატორია: ა. აჯაპუა "ეფრემ ეშბა"(1974), "აფხაზეთის დიდი კედელი"(1974), "აფხაზეთის მიწის მომღერალი"(1974), "აბრსკილ"(1977), "ფიქრები სამშობლოზე"(1977), აგრეთვე ო. თაქთაქიშვილის, მ. ფარცხალაძის ნაწარმოებები; საქართველოში, აფხაზეთში მოღვაწე რუსი დირიჟორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 439

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს, აფხაზეთის და რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: