შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ სუმბათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1968 წელს. 1972-1975წწ. იყო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მთავარი მხატვარი; 1982-1988წწ. საქართველოს ტელევიზიის დამდგმელი მხატვარი; 1984-1985წწ. თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი; 1985 წლიდან ქ. სიღნაღის თეატრ-სტუდიის მთავარი მხატვარი; ქართული რეპერტუარი, 50-ზე მეტი დადგმა, მათ შორის: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (1970, ერევნის საოპერო თეატრი, 1974, ზაარბრუკენი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 440; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.316 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |