Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ნინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. 1904 წლიდან მონაწილეობდა სოფლის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში; 1909-1921წწ. და 1922-1924წწ. მუშაობდა თბილისის სახალხო სახლში მსახიობად; 1921 წელს სამაზრო ხელისუფლების დავალებით ოზურგეთში ჩამოაყალიბა პროფესიული თეატრი; 1924-1928წწ. რეჟისორ-მსახიობად მოღვაწეობდა სხვადასხვა კლუბთან არსებულ დრამწრეებში; იყო თბილისის სანკულტურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1928-1962წწ. - მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; დიდი დამაჯერებლობით ასახიერებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: დათია ("ქრისტინე", ე. ნინოშვილის მიხედვით), გიორგი (ნ. ნაკაშიძის "კაცის სამართალი"), ბოქაული (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), სტეფანე (ს. ბელოის "უმუშევარნი") და სხვა. საუკეთესო დადგმებს შორისაა ი. ეკალაძის "ნომერი 21 ჯვრით", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", გ. ბერძენიშვილის "ოქროს ვერძი", შ. დადიანის "გუშინდელნი", ჰ. იბსენის "მოჩვენებანი" და სხვა. იგი ავტორია პიესებისა: "სამწუხარო შედეგი", "თითო ჭიქა", თბილისში არის ვიქტორ ნინიძის სახელობის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.712 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |