Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ზაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უდე, ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1968–1989 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე. 2003–2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრის გამგე, 2005–2007 წლებში ამავე ფილიალის დირექტორი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტში. შოთა ზაზაშვილის კვლევის სამეცნიერო მიმართულებებია: დრეკადობის თეორიის სტატიკის ძირითადი, შერეული და საკონტაქტო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და გამოკვლევა, თხელი ანიზოტროპული დრეკადი ფირფიტის ღუნვის ძირითადი და შერეული სასაზღვრო ამოცანები, მრავალგანზომილებიანი ფიზიკური ველების ურთიერთქმედების მათემატიკური ამოცანები კომპოზიტური დრეკადი სხეულებისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |