შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნიორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძირულა, ზესტაფონის რაიონი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა შორაპნის მაზრასა და ქუთაისში სხვადასხვა პარტიულ და საბჭოთა თანამდებობაზე; იყო შორაპნის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე, ქუთაისის საოლქო აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; შემდეგ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე და საფინანსო განყოფილების გამგე; 1935-1937წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. რეპრესირებული, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.713
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |