Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ნოდია![]()
Biographyსწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში; 1919 წელს ექსტერნად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1923-1934წწ. იყო თბილისის ფიზიკის (გეოფიზიკის) ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგე; 1925-1933წწ. - დირექტორი; 1939-1943წწ. - გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1933-1975წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ გეოფიზიკის კათედრას; 1941-1948წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრას. მისი ძირითადი შრომები ეხება დედამიწის მაგნეტიზმსა და სასარგებლო წიაღისეულის ძიების მაგნიტური მეთოდების დამუშავებას; 1931-1935წწ. მონაწილეობდა კავკასიის ტერიტორიის გენერალურ მაგნიტურ დაგეგმვაში; შეისწავლა კავკასიის ტერიტორიის მაგნიტური ველი და შეადგინა მისი განაწილების რუკები. მისი მეცნიერული ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შედგენილია დედამიწის მაგნიტური ველის კატალოგი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1992 წელს მისი სახელი მიენიჭა გეოფიზიკის ინსტიტუტს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის მისი სახელობის კაბინეტი; დანიშნულია მისი სახელობის სტიპენდია; გეოფიზიკოსი, მაგნიტოლოგი, საქართველოში გეოფიზიკის მეცნიერების ფუძემდებელი. გეოფიზიკის ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, საზოგადოება "ცოდნის" ერთ-ერთი დამაარსებელი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1938). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.714; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.211 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |