The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ არაგვის ერისთავი

Legal name:ნუგზარ ერისთავი
Date of birth:15??
Date of death:1618
Category:Nobleman, Politician

Biography

 XVII საუკუნის I მეოთხედის პოლიტიკური მოღვაწე არაგვის ერისთავი და მკაცრი მებატონე. გიორგი სააკაძის სიმამრი. ცნობილი იყო თავისი გოროზი ხასიათით; 1603 წელს აუჯანყდა კახეთის მეფეს და ქართლის მეფის გიორგი X-ს ქვეშევრდომი გახდა. 1612 წელს გიორგი სააკაძესთან ერთად ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. იგი მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში; "კავკაზსკი კალენდარში" შემორჩენილი ზეპირი გადმოცემის მიხედვით, თბილისში მას მიეწერება ახლანდელი ნ. ბარათაშვილის ხიდის ადგილას ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი ორ- ან სამ-მალიანი ხიდის აგება. 1909 წელს  "მუხრანის ხიდის" მშენებლობისას, სწორედ ამ ადგილას აუფეთქებიათ ძველთაგანვე შემორჩენილი ქვის ბურჯები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.715


Share: