The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ტაბლიაშვილი

მაია ტაბლიაშვილი
Date of birth:5 November, 1978  (47 years)
Category:Scientist, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1997 წელს (მუსიკის თეორია), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნის სპეციალობით 2001 წელს.

2003-2005წწ. იყო თბილისის მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი; 2005-2006წწ. თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (პოლიფონია); 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიყავს ძირითადად პოლიფონიის, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის და მუსიკის სტილების თეორიის კურსები; სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურის კოორდინატორი (2010-2013), სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-2021), 2021 წლიდან სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; იკვლევს ქართულ მუსიკაში პოლიფონიის გამოვლინების შემთხვევებს; გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; მიღებული აქვს მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში; არის თანაავტორი (დ. არუთინოვ-ჯინჭარაძესთან ერთად) ნაშრომისა "პოლიფონია ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში" (2016) და ასევე სამტომიანი ქრესტომათიისა "პოლიფონია ქართულ მუსიკაში". მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2013-დან). 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოლიფონიის როლი ქართულ კამერულ-ინსტრუმენტულ საანსამბლო მუსიკაში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 445

Bibliography


Share: