The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ოზეროვი

ალექსანდრე ოზეროვი
Date of birth:3 August, 1849
Date of death:1922  (at 72 years)
Burial location:კუკიის ძველი სასაფლაო, თბილისი
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მანგლისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო სასწავლებელი 1882 წელს წარჩინებით.

თბილისის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან 1917 წლამდე; 1880-იანი წლების I ნახევარში უკვე ქალაქის არქიტექტორი იყო; ერთ-ერთი მშენებელი წყალსადენისა, რომლის საბოლოო პროექტების შედგენაში თვითონვე მონაწილეობდა; გარკვეული წვლილი მიუძღვის თბილისის მერიის შენობის აგებაშიც; საუფლისწულო მამულების არქიტექტორად ყოფნისას აშენებდა წინანდალში, კარდანახში, თბილისშიც. იგი ტიპური ექლექტიკოსი იყო. მის შენობათა ფასადებში უხვადაა "ირანული", "მავრული", "რენესანსულ-ბაროკოული" ელემენტები. აქვს ცალკეული ცდები ქართული ისტორიული არქიტექტურის მოტივების გამოყენებისა - ღვინის N1 ქარხანა (დღევანდელი "სავანე - ღვინის N1 ქარხანა"), დ. სარაჯიშვილის სახლი სიონის ქუჩაზე (1896). მისი შენობები ერთგვაროვანია: იგი მიმართავს "მოდერნს", თუმცა აქაც გოტიკურ ელემენტებს იყენებს. მის მიერ აშენებული ბევრი საცხოვრებელი სახლი დღესაც დგას: ყოფილი კულტურის სამინისტროს შენობა (1910; შოთა რუსთაველის პროსპექტი), ძმები ფორების საცხოვრებელი სახლი (1910; დავით აღმაშენებლის პროსპექტი 121), დიდი "შემოსავლიანი სახლი" (1913; ჭოროხის ქუჩაზე), სახლი N2 ქეთევან წამებულის პროსპექტზე, სახლი N10 პუშკინის ქუჩაზე (1910), ალექსანდრე სარაჯიშვილისეული სახლი მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში (1905) და სხვა.  

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.716


Share: