შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლეგ ქოჩაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს. შემოქმედებით ჯგუფ "სამეულის" (ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე) ერთ-ერთი შემქმნელი და წევრი (1957-1992). 1976-1996წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. დარგი: ფერწერა, გრაფიკა, სცენოგრაფია, მონუმენტური ხელოვნება. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი"(ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ. მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს მხატვართა კავშირი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, თბილისი; მოსკოვის ბახრუშინის სახელობის მუზეუმი; ნონკონფორმიზმის მუზეუმი, ფილადელფია, აშშ; საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციები. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |