შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის სპეციალობით. 1927-1934წწ. ბათუმის თეატრის მსახიობი; შემდეგ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1937-1956წწ. სკოლაში რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი; 1956-1962წწ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1967 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (პიპინია, 1968), "ფეოლა" (ხუსკივაძე, 1970), "ლაზარეს თავგადასავალი" (აზნაური, 1973), "აურზაური სალხინეთში" (1975), "პირველი მერცხალი" (ელიზბარი, 1975), "მიმინო" (Ru, 1977), "რაჭა ჩემო სიყვარულო" (ზაურის დიდი პაპა, 1977), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "დათა თუთაშხია" (1978), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |