The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენო ცაავა

გენო ცაავა
Date of birth:15 June, 1957  (66 years)
Category:Actor/Actress, Painter, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დიზაინის განხრით 1981 წელს; სანკტ-პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო აკადემია ტელე-კინო რეჟისურის განხრით 1992 წელს.

1985 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი მხატვარი, პროდიუსერი. ცხოვრობს საქართველოსა და ესპანეთში. დარგი: ფერწერა, დიზაინი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)" (2003), "მეთოხე თვის პირველი დღე" (2003); პროდიუსერია ფილმების: "6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)" (2003), "მეთოხე თვის პირველი დღე"(2003); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ჭიდაობას რა უნდა" (1986), "ხარება და გოგია" (1987), "სტუმრები" (1991), "სიბრძნე სიცრუისა" (1991), "იასამანი" (1997), და სხვ. მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში: 1977-1990წწ. საქართველო, 1990-1994წწ. ჰაიდელბერგი, აუგზბურგი, ჰამბურგი, გერმანია; 1995 - კენედის ცენტრი, ნიუ ორკი, კალიფორნია, აშშ; 2004 – ოსაკა, იაპონია; 2005 - ტულუზა, საფრანგეთი; 2011–2012წწ. სან-სებასტიანი, ბურგოსი, ვალიადოლიდი, ესპანეთი. 2000 წელს ეროვნული კინოცენტრის შექმნის იდეის ავტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი; მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (საქართველო, აშშ, გერმანია). 2003 წელს უწმინდესის მიერ, 300 კგ ნაჩუქარი გაბზარული დედო ზარისაგან ოთხი ზარი თავისივე ოსტატობით ჩამოასხა, სამი ზარი სენაკის "მთავარ ანგელოზთა" სახელობის ეკლესიას ამშვენებს, ხოლო ერთი დედო ზარი კი თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიას.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2005 - მონაკოს საერთაშორისო კინოფესტივალი Angel Awards, საუკეთესო საუნდტრეკი
  • 2004 - სან-პაულოს საერთაშორისო კინოფესტივალი "მსოფლიო პრემიერა" (ბრაზილია)
    მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მეოთხე თვის პირველი დღე"
  • 2004 - სან-პაულოს საერთაშორისო კინოფესტივალი "მსოფლიო პრემიერა" (ბრაზილია)
    სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "6 და 7"

Share: