The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ძიძიგური

აკაკი ძიძიგური
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1997  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1956-1959 წწ. და 1964-1969 წწ. საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი; 1959 წელს  კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი; შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; 1962 წელს ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი; 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე; მომდევნო წელს ისევ კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი; 1974-1984წწ. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ "კინოს" მთავარი რედაქტორი. მისი ინიციატვითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი ოქროს ფონდი; 1984-1991 წწ. და 1992-1997 წწ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სცენარის ავტორია ფილმის: "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964). დაჯილდოებული იყო ორდენებით, მედლებითა და სიგელებით.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი : nplg.gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.385; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.192

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: