Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაბკენ ნერსესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1933 წლიდან დაიწყო მისი სამსახიობო მოღვაწეობა თბილისში, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში სკოლის დრამატულ წრეში, ამავე დროს მონაწილეობდა მასობრივ სცენებში თბილისის სომხური დრამის თეატრის სპექტაკლებში. 1934-1944 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა სომხურ თეატრში, სადაც შექმნა შემდეგი სახეები: ჰამბო (ო. თუმანიანის "გიქორი"), ნაზარი (დ. დემირჭიანის "მამაცი ნაზარი"), ჩაპაევი (ა. ფურმანოვის "ჩაპაევი"), გოში (ლ. მიქაელიანის "გოში"), არსენა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ოსმან აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ზამბახოვი (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. 1944-1955 წლებში ბ. ნერსესიანი თბილისის ს. შაუმიანის სახ. სომხური თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია: ბალაბეკი (ნ. ზარიანის "საცდელი მინდორი"), შუქრი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), კაჯარი (ს. ვურგუნის "ვაგიფი"), ონისე (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ფრანცი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") სოსი (ს. ავჩიანის "სოსი და ვარდითერი"), ვარაზდატი (ლ. მიქაელიანის "ვარაზდატი") და სხვა. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე ერევნის გ. სუნდუკიანის სახ. სომხური დრამის თეატრში მოღვაწეობდა. წარმატებით ასრულებდა სახასიათო, კომიკურ და ტრაგიკულ როლებს: პეპო (სუნდუკიანის "პეპო"), გევორქი (ბორიანის "ერთ ჭერქვეშ") და სხვა. შექმნა ლენინის სცენური სახე (დარიანის "რესპუბლიკის თავჯდომარე"), შ. რუსთაველის სახ. თბილისის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში "პეპო" ქართულ ენაზე შეასრულა პეპოს როლი. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მხატვრული კითხვის ოსტატი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.394; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.72 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |