The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ოჰანჯანოვი

მიხეილ ოჰანჯანოვი
Date of birth:1870
Date of death:1916  (at 46 years)
Category:Architect

Biography

მისი პროექტები გამოჩნდა 1898 წელს. ამ დროიდან მოყოლებული I მსოფლიო ომის (1914-1918) წლებამდე თბილისში ბევრი საცხოვრებელი, შემოსავლიანი სახლი და შენობა ააგო. აქტიურად ნერგავდა მოდერნის სტილის ფასადებს, რომლებიც სხვა ქალაქებში შემუშავებული რეცეპტებით იყო შედგენილი. მას ეკუთვნის ფინანსთა სამინისტროს (ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორის, 1910, ლ. გუდიაშვილის 11) და ეროვნული ბანკის შენობების, ბავშვთა საავადმყოფოს თ. აბაკელიას ქუჩაზე (1902-1906), საცხოვრებელი სახლის (დ. ჭონქაძის 12, ყველაზე დამახასიათებელი მოდერნული ფასადით თბილისში, თანაავტორი ი. კოლჩინი) პროექტები და სხვა. 1915 წელს მიენიჭა მეორე პრემია (პირველი არ გაცემულა) საუკეთესო ფასადებისათვის (მეწარმე ბოზარჯიანცის სახლისა, რომელიც აშენდა 1914-1915წწ. თბილისში დ. ჭონქაძის 12-ში); 1916 წელს იქნა მოკლული 46 წლის ასაკში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.727; http://http://aidatiflis7.livejournal.com/37884.html


Share: