შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ პაიჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1963 წელს. თამაში დაიწყო თბილისის ბავშვთა გუნდში - "აისში"; 1944 წელს მიიწვიეს მოსკოვის "შრომით რეზერვებში"; თამაშობდა თბილისის გუნდებში - "კრილია სოვეტოვი" (1946-1947) და "სპარტაკი" (1948-1950, ორივე გუნდის მწვრთნელი - ა. ჟორდანია). იყო "სპარტაკის" კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის "დინამოში" (4 თამაში, 3 გოლი). საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. "საქსპორტვაჭრობის" დირექტორი. რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი; დაჯილდოებულია "პროფკოოპერაციის საპატიო ნიშნით", "საბჭოთა ვაჭრობის წარჩინებული ნიშნით", სპორტსაზოგადოება დინამოს "საპატიო სიგელით". ფეხბურთელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.728 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |