The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის პაიჭაძე

ბორის პაიჭაძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1915
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1994  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ონჭიქედი, დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1964 წელს.

1936-1951წწ. იყო თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი (1040-1951- კაპიტანი). სსრკ ჩემპიონატებზე ჩატარებული აქვს 191 მატჩი (106 გოლი), იყო საკავშირო ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1936, 1946, 1947, 1950) პრიზიორი. ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსის მ. მერჟანოვის თქმით მან სსრკ კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი თავდასხმის პრინციპები (ე.წ. "დუბლვე") და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი; ტრიუმფალური გამოდგა მისი პირველი გამოჩენა ევროპაში, სადაც მისი თამაშით მოხიბლულმა, ბევრის მნახველმა რუმინელებმა მას "ფეხბურთის კარუზო 2" შეარქვეს. იგი იყო თბილისის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის (1952), "ქარიშხალას" რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი (1953); საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1963 წლიდან სპორტკომბინატ "დინამოს" დირექტორი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობისაა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება საქართველოში (2001). მისი სახელოებისაა ეროვნული სტადიონი. იქვე დგას მისი ბიუსტი. თბილისში არის ბორის პაიჭაძის ქუჩა. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის, ფეხბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.728; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.85

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მართვაში შეტანილი პირადი დიდიდ წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1988 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 1944 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: