Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენო წულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1948 წელს; 1948-1950 წწ. სწავლობდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში; 1957 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი; 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. 1957 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "წარსული ზაფხული" (1959), "ცეროდენა რაინდები" (1963), "დრო იწურება განთიადისას" (1965), "რერო მასპინძლობს" (1971), "მოვდივართ და მოვიმღერით" (1973), "ქორწინება იმერულად" (1979), "ყოჩაღ პაპებო" (1981), "ჩიორა" (1984) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "დრო იწურება განთიადისას" (1965), "რერო მასპინძლობს" (1971), "მოვდივართ და მოვიმღერით"(1973), "ქორწინება იმერულად" (1979), "ყოჩაღ პაპებო" (1981); კომპოზიტორია ფილმის: "პეპელა" (1977); გადაღებულია ფილმებში: "ყვითელი ჩიტი" (1983), "ოპერაცია "ვუნდერლანდი" (1988). მიღებული აქვს სატელევიზიო ფილმების საკავშირო კინო ფესტივალის ჟიურის და მაყურებელთა პრიზები ფილმისთვის "პეპელა" (1979), საკავშირო კინოფესტივალის პრიზი "საბავშვო ფილმებისთვის" ლაურეატი (1985). ფილმებს იღებდა კინორეჟისორ ნელი ნენოვასთან ერთად. 1993 წლიდან ცხოვრობდა ბულგარეთში. კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 209; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |