The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნადიმ ნიჟარაძე

ნადიმ ნიჟარაძე
Date of birth:5 May, 1911
Date of death:12 July, 1982  (at 71 years)
Category:Geographer, Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაიო, ქედის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი 1930 წელს; 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო ქობულეთის სუბტროპიკულ ტექნიკუმში, შემდეგ ბათუმში ეკავა სხვადასხვა პასუხსაგები თანამდებობა, რომელსაც წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1936 წელს დაინიშნა აჭარის სახელმწიფო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად; 1938-1944წწ. აჭარის განათლების სახალხო კომისარია (მინისტრი); ამავე წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ბათუმის ფილიალს; 1944 წელს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში. ამავე დროს მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1946 წელს დაბრუნდა ბათუმში და იყო აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სამმართველოს უფროსი; 1949-1954წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია; 1954 წლიდან გეოგრაფიის კეთედრის გამგე. მის საკანდიდატო ნაშრომში პირველად არის მოცემული აჭარის მეცხოველეობის სრულყოფილი დახასიათება და დასახულია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მისი კვლევის ობიექტი ძირითადად იყო აჭარის ასსრ კომპლექსურ-გეოგრაფიული შესწავლა. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის "უმაღლესი სკოლის წარჩინებულის" წოდება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1972).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის ალპური მეურნეობა"; დაიცვა 1944 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"დაბლობებისა და მთიანი რიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის დაახლოების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები, აჭარის ასსრ მაგალითზე", დაიცვა 1970 წელს.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.442; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.210

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1939-)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1982 - აჭარის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1967 - საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: