შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნოდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: აბაშის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს. 1965-1975წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრას; ერთდროულად ხელმძღვანელობდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკურორტო რესურსების ძიებისა და შესწავლის განყოფილებას. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფიზიოთერაპევტი. ნაშრომები ეხება საქართველოს საკურორტო რესურსების ძიებასა და გამოყენებას, ფიზიოთერაპიის ზოგად საკითხებს და სხვა. ექიმი-კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.457 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |