Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იპოლიტე ხვიჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი 1934 წელს. 1932-1936წწ. იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი; 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია; 1961-1966წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნაზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები; 1956 წლიდან იღებდნენ კინოში, გამოდიოდა ესტრადაზე. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (კომენდანტი, 1956), "საბუდარელი ჭაბუკი"(ალმასხანი, 1957), "მანანა" (სახლმმართველი, 1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "ბურთი და მოედანი"(კუჭკუჭი, 1961), "თოჯინები იცინიან" (მელიტონი, 1962), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ყარამან ხუსკივაძე, 1965), "შეხვედრა წარსულთან" (იპოლიტე, 1966), "არ იდარდო!" (სანდრო, 1968), "ღიმილის ბიჭები“ (1969), "ფეოლა"(ბონდო დოლაბერიძე, 1970), "მხიარული რომანი" (იპოლიტე, 1972), "პირველი მერცხალი" (ვარლამი, 1975), "მიმინო"(1977), "დათა თუთაშხია" (კაჟა ბულავა, 1978), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983) და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.477; msaxiobebi-bio.blogspot.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |