The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იპოლიტე ხვიჩია

იპოლიტე ხვიჩია
ოფიციალური სახელი:იპოლიტე ყვინჩია
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1985  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი 1934 წელს.

1932-1936წწ. იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი; 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია; 1961-1966წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნაზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები; 1956 წლიდან იღებდნენ კინოში, გამოდიოდა ესტრადაზე. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (კომენდანტი, 1956), "საბუდარელი ჭაბუკი"(ალმასხანი, 1957), "მანანა" (სახლმმართველი, 1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "ბურთი და მოედანი"(კუჭკუჭი, 1961), "თოჯინები იცინიან" (მელიტონი, 1962), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ყარამან ხუსკივაძე, 1965), "შეხვედრა წარსულთან" (იპოლიტე, 1966), "არ იდარდო!" (სანდრო, 1968), "ღიმილის ბიჭები“ (1969), "ფეოლა"(ბონდო დოლაბერიძე, 1970), "მხიარული რომანი" (იპოლიტე, 1972), "პირველი მერცხალი" (ვარლამი, 1975), "მიმინო"(1977), "დათა თუთაშხია" (კაჟა ბულავა, 1978), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983) და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.477; msaxiobebi-bio.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: