შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ჯალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1955 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს კინემატოგრაფიის სისტემაში; 1956-1960წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული რედაქციის უფროსი და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი; 1960-1967წწ. კინოპროგრამათა რედაქციის უფროსი რეჟისორი; 1967-1969წწ. ლიტერატურულ გადაცემათა, 1969-1978წწ. სატელევიზიო დადგმების, 1978-1982წწ. სამეცნიერო-პოპულარული და სასწავლო პროგრამების, ხოლო 1982 წლიდან მუსიკალური პროგრამების მთავარი რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დედის ხელი" (1959), "ფუნჯით ნათქვამი" (1960), "მღერის ბორჯომის ნაძვი"(1961), "ქალიშვილი და მზე" (1962), "მზე ჭიქაში" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964), "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (1966), "გმირი, ლექსი, სიმღერა" (დოკუმენტური, 1973); სცენარის ავტორია ფოლმების: "ფუნჯით ნათქვამი' (1960), "მღერის ბორჯომის ნაძვი" (1961), "ქალიშვილი და მზე" (1962), "მზე ჭიქაში" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964), "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (1966) და სხვ. წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |