The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ონანა მდივანი

Legal name:ონანა ქობულაშვილი
Date of birth:1657
Date of death:1728  (at 71 years)
Category:Poet

Biography

მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე. აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა "ბარამგულიჯანიანი", დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე. ლექსად გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი "ქილილა და დანამას" პოეტური ფრაგმენტები. 1726 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.531



Share: