შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ტორონჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარა კუხი, ხონის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (ვოკალური). 1941-1945წწ. სწავლობდა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1942-1945წწ. იყო ქ. ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობი; 1951 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი), ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი და დირექტორი; ქართული რეპერტუარი: ტიტო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), მასხარა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ფარსადანი (ა. ბუკია "არსენა", 1958, პრემიერა), ვაჟია (შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"), ტატო (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი", 1958, პრემიერა), ჩხიკვი ზაქარა (ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი", 1954, პრემიერა), თანდარუხი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", 1969, ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნის პრემიერა), ბაჩილა (ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა", 1967, პრემიერა), მელია (ნ. მამისაშვილი "ბაქია-ბაჭია", 1971, პრემიერა), იანქო (ა. ანდრიაშვილი "ზვავი"), მელქისედეკი (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), თანდილა (ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი"); სხვა რეპერტუარი: ბორსა, გასტონი, რუიზი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ტრუბადური"), რემენდადო (ბიზე "კარმენი"), არლეკინი (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ჩეკალინსკი, ტრიკე, ალმერიკ (ჩაიკოვსკი "პიკის ქლი", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), მისაილი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 450; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.230 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |