Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი ლომთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ირკუტსკი. დაამთავრა ა. ჟდანოვის სახელობის ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. 1932 წლიდან მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთ ციმბირის გეოლოგიურ სამმართველოში, ამავდროულად სწავლობდა უნივერსიტეტშიც. მან გაიარა შრომითი გზა კოლექტორობიდან წამყვან სპეციალისტობამდე. 1936-1944 წწ. მუშაობდა აღმოსავლეთ ციმბირის გეოლოგიურ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1939 წლამდე ეწეოდა საინჟინრო-გეოლოგიურ მოკვლევებს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობისთვის. აგრეთვე ჰიდროგეოლოგიურ მოკვლევებს ბაიკალისპირეთის რეგიონში. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ბაიკალის ტბის გარშემო სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის პროექტის დასამტკიცებლად, აგრეთვე ბაიკალის ტბის გვერდის ავლით ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის. ამ წლებში განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი ნამუშევრები გვირაბებისა და სხვა სტრუქტურების რთულ გეოლოგიურ პირობებში მშენებლობის თაობაზე. 1944 წელს კონკურსის გავლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში, სადაც ჯერ ასისტენტად, 1947 წლიდან დოცენტად, 1960 წლიდან პროფესორად, 1973 წლიდან კი საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგედ მოღვაწეობს. საინჟინრო-გეოლოგიურ სკოლაში, რომელიც ვალერი ლომთაძემ დააარსა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში, ორმოცდაათი წლის მანძილზე ასობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მომზადდა, დღესაც წარმატებით წყვეტს მრავალ თეორიულ თუ გამოყენებით-პრაქტიკულ პრობლემას. იგი საფუძვლიანად ითვლება მეცნიერების ამ დარგის ერთ-ერთ წამყვან სკოლად არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ საზღვარგარეთაც. იქ მუდმივად გადიან სტაჟირებას რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სპეციალისტები. მისი ხელმძღვანელობითაა ჩატარებული სერიოზული კვლევები საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თიხის საბადოების ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა ხარისხის ლიტიფიკაციისა. მისი შრომები ეხება საინჟინრო გეოლოგიურ საკითხებს. ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი უმაღლესი სკოლისათვის: "საინჟინრო პეტროლოგია", "საინჟინრო გეოდინამიკა'" და სხვა. 1959 წელს გამოკვლევისთვის "თიხის ქანების ფიზიკო-მექანიკური თვისებები ლიტიფიკაციის პერიოდში" მიენიჭა გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება (ხარისხი), პროფესორი (1961). სადისერტაცია თემა - "სამხრეთ-დასავლეთ ბაიკალისპირეთის ზვავური მოვლენები" , დაიცვა 1944 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.285; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.415 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |