The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ ლომინაძე

ბესარიონ ლომინაძე
Date of birth:6 June, 1897
Date of death:19 November, 1934  (at 37 years)
Category:Politician

Biography

1914 - 1917 წლებში პეტროგრადში ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. 1917 წლის სექტემბერში ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში დაიწყო აქტიური პროპაგანდისტული და ორგანიზატორული მუშაობა. იყო საქართველოს ახალგაზრდათა ლენინური ინტერნაციონალური ორგანიზაციის "სპარტაკის" ერთერთი დამაარსებელი. 1919-1920 წწ. ბაქოში განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. 1920-1921 წწ. პარტიულ სამუშაოზე იყო ორიოლის საგუბერნიო, შემდეგ პეტროგრადში ვიბორგის რაიონის პარტიული ორგანიზატორი. მონაწილეობდა კრონშტადტის ამბოხების ლიკვიდაციაში. 1921 წლის ოქტომბერში იგი აირჩიეს საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის მესამე, ხოლო 1923-დან პირველ მდივნად. მონაწილეობდა კომინტერნის მუშაობაში. 1925-1926 წწ. იყო აკი-ს აღმასკომის მდივანი. თანამშრომლობდა ჟურნალ "კომუნისტურ ინტერნაციონალში". 1930 წლის მაისში აირჩიეს საკავშირო კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად. 1931 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სამხარეო საავიაციო ქარხანაში საკავშირო კპ(ბ) ცკ-ს პარტორგად, შემდეგ პარტიის მაგნიტოგორსკის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. პარტიის XIV და XV ყრილობებზე აირჩიეს საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის წევრობის კანდიდატად, XVI- ზე წევრად. საბჭოთა პარტიული მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.286; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.416-417

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1917-)

Awards and Honors

  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: