Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ტრუფფი![]()
Biographyსადირიჟორო კარიერა დაიწყო თბილისში; 1872 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მევიოლინე, 1878-1896წწ. დირიჟორი; 1883 წელს "ქართული გალობის აღმადგინებელი კომიტეტის" დავალებით ჩაწერა ქართული საგალობლები("კარბელაანთ კილო"), "წმიდაო ღმერთო", "ჯვარსა შენსა", "შენ გიგალობ", "სულო ჩემო", "მოვედით თაყვანი ვსცეთ", "რომელი ქერუბიმთა", "განმანათლებელი ჩვენი"; ტრუფფის ჩანაწერებმა საჯარო განხილვისას მაღალი შეფასება მიიღო; 1885-1891წწ. და 1898-1899წწ. იყო მოსკოვში კერძო ოპერისა და მის მიერ დაარსებული "საოპერო არტისტთა საზოგადოების" დირიჟორი; ამ საზოგადოების მუსიკოსებთან ერთად გასტროლებს მართავდა რუსეთის ქალაქებში; იყო რუს კომპოზიტორთა ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, მათ შორის: რიმსკი-კორსაკოვის "მოცარტი და სალიერი", "ბოიარინია ვერა შელოგა", "ფსკოველი ქალი", მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", რუბინშტეინის "ციმბირელი მონადირეები, ანუ მეორმოცე დათვი", "ყაჩაღთა შორის"; დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს; 1917 წლიდან მოღვაწეობდა კიევსა და მოსკოვში, სადაც ახალგაზრდა მომღერლებსა და დირიჟორებს შეასწავლიდა ოპერებს; იყო "მძლავრი ჯგუფის" კომპოზიტორთა შემოქმედების პროპაგანდისტი; რეპერტუარი თბილისში: ვერდი "აიდა", "ბალ-მასკარადი", ლეონკავალო "ჯამბაზები", მასკანი "სოფლის პატიოსნება"; საქართველოში მოღვაწე რუსი, წარმოშობით იტალიელი მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |