The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე (მთავარეპისკოპოსი)

Date of birth:3??
Date of death:3??
Category:Religious leader

Biography

ქართლის პირველი ეპისკოპოსი  IV საუკუნის 30-40-იანი წლებში. იოანე  ბიზანტიიდან ქართლის მეფემ მირიანმა მოიწვია. მას თან ახლდა ორი მღვდელი და ერთი დიაკონი, რომელთაც საეკლესიო წესით მოუნათლავთ წმ. ნინოს მიერ ახლადგაქრისტიანებული მეფე, მისი სახლობა, წარჩინებულნი და დანარჩენი მოსახლეობა. ქართულ საისტორიო წყაროებში -  "მოქცევაი ქართლისაი"-ში  და "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში  მისი სახელის ფორმაა "იოვანე". ამასთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში -მხოლოდ ეპისკოპოსად. ბოდბიდან  მოწერილ თავის წერილში მირიან მეფის  მიმართ, წმ. ნინო იოანე ეპისკოპოსს უწოდებს "მამად-მთავარს და კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190



Share: