The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტიგრან პეტროსიანი

ტიგრან პეტროსიანი
Date of birth:17 June, 1929
Date of death:13 August, 1984  (at 55 years)
Burial location:ქ. მოსკოვი
Category:Athlete, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჭადრაკის ისტორიაში მეცხრე მსოფლიო ჩემპიონი (1963-1969); მსოფლიო პირველობის მატჩებში სძლია მ. ბოტვინიკს (1963; 12,5:9,5) და ბ. სპასკის (1966; 12,5:11,5). 1948 წლამდე თბილისში ცხოვრობდა; 1950 წლებიდან - მოსკოვში; ჭადრაკს ეუფლებოდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ჭადრაკის კაბინეტში ოსტატ ა. ებრალიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდგომ დიდი მადლიერებით იხსენებდა; იყო თბილისის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი (1945); შემდგომში იყო სსრკ ოთხგზის (1959, 1961, 1969,1975); მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის ჩემპიონი; ევროპის რვაგზის გუნდური ჩემპიონი და სხვა; იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1960); ყოველკვირეულის "Шахматная Москва" (1963-1966) რედაქტორი და ჟურნალ "64 - Шахматное обозрение"-ს მთავარი რედაქტორი (1969-1977); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სსრკ და საერთაშორისო დიდოსტატი (1952). მოჭადრაკე.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.221; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.738.

Awards and Honors

  • 1960 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: