შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიგრან პეტროსიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჭადრაკის ისტორიაში მეცხრე მსოფლიო ჩემპიონი (1963-1969); მსოფლიო პირველობის მატჩებში სძლია მ. ბოტვინიკს (1963; 12,5:9,5) და ბ. სპასკის (1966; 12,5:11,5). 1948 წლამდე თბილისში ცხოვრობდა; 1950 წლებიდან - მოსკოვში; ჭადრაკს ეუფლებოდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ჭადრაკის კაბინეტში ოსტატ ა. ებრალიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდგომ დიდი მადლიერებით იხსენებდა; იყო თბილისის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი (1945); შემდგომში იყო სსრკ ოთხგზის (1959, 1961, 1969,1975); მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის ჩემპიონი; ევროპის რვაგზის გუნდური ჩემპიონი და სხვა; იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1960); ყოველკვირეულის "Шахматная Москва" (1963-1966) რედაქტორი და ჟურნალ "64 - Шахматное обозрение"-ს მთავარი რედაქტორი (1969-1977); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სსრკ და საერთაშორისო დიდოსტატი (1952). მოჭადრაკე. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.221; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.738. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |