შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მავრ პიასეცკი![]()
ბიოგრაფიასასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს სოხუმის თეატრში; მუშაობდა ბრიანსკის, ვორონეჟის თეატრებში, 1936-1955წწ. და 1958-1977წწ. თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. თეატრში. თანაბარი ოსტატობით ასახიერებდა სახასიათო-ყოფით, კომიკურ და დრამატულ როლებს: მონახოვი (მაქსიმ გორკის "ბარბაროსები"), ბაბუა (ვ. შუქშინის "თვალსაზრისი"), მიშლაევსკი (მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები"), ბატონი ფრანკი (გუდრიჩისა და პაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), ვანო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა"), ცეზარი (ბ.შოუს "ცეზარი და კლეოპატრა"), ტარტიუფი (მოლიერიოს "ტარტიუფი"), სანდრო (ო. ჩიჯავაძის "თხუნელა") და სხვა. მის მნიშვნელოვან დადგმებს შორისაა გ. მატვეევის "დელიკატური ოპერაცია", ვ. კოროსტილიოვის "დონ კიხოტი იბრძვის", მატუხოვის "ამნისტია" და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ჩარირამა" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.738 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |