შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ტუღუში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს(კონტრაბასი), 1978 წელს(საკომპოზიციო). 1979-1992წწ. იყო ქაშვეთის ეკლესიის მგალობელთა გუნდის რეგენტი, პარალელურად თბილისის სხვადასხვა სკოლებში ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელი; 1981 წლიდან თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგი; 1978 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს "ნადური"; 1994-2007წწ. თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, 2000 წლიდან დოცენტი, 2003 წლიდან ასისტენტ-პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ანსამბლ "ქალგულოს" დამაარსებელთაგანი და ხელმძღვანელი; 1993 წლიდან თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი(გალობა, ხალხური სიმღრა); 2013 წლიდან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლთან "თსუ გორდელა"; თხზულებები, ოპერები: "კაცია ადამიანი"(2006, ი. ჭავჭავაძის მიხედვით), "სამანიშვილის დედინაცვალი"(2010, დ. კლდიაშვილის მიხედვით), "სოლომონ მორბელაძე"(2011, დ. კლდიაშვილის მიხედვით), ერთაქტიანი ოპერები: "როიალი"(2010, ნამჩევაძის პიესის მიხედვით), "გაზაფხულის პირველი დღე"(1995, ბ. ხარანაულის პოემის მიხედვით), საოპერო სცენები მ. ჯოხაძის "სისხლიანი მეტაფორების" მიხედვით"(2002), თ. შენგელიას "პანდას" მიხედვით(2003); ბალეტები: "ბოშები"(2004, ნ. დუმბაძის მიხედვით), "მუჭანახევარი"(2007, ხალხური ზღაპრის მიხედვით), "დევების ქორწილი"(2014, ფოლკლორულ მოტივებზე); სიმფონია 2(1986, 1992); ინსტრუმენტული კონცერტები: სავიოლინო, ვიოლონჩელოსათვის, ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის(2010); კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: საფორტეპიანო სონატა(1980), სავიოლინო სონატა(2002, პირველი შესრულება), 11 სიმებიანი კვარტეტი(1979–2015); გუნდები: a cappella ქართველი პოეტების ლექსებზე(30–ზე მეტი); ვოკალური ციკლები; საბავშვო სიმღერები: "ბარბი", "ტაში–ტუში", "ჯამბაზი", "ეკა–ოკა"; გასტროლები: სსრკ, საბერძნეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი ბავშვთა ანსამბლთან ერთად; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 452 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |