შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუანშერ ზალდასტანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1957 წელს, ხოლო 1969 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1957–2007 წლებში იყო საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის, მშვილდოსნობის კათედრების გამგე; დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანი; მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი; პრორექტორი; სპორტის გამოყენებითი სახეების დეპარტამენტის უფროსი; 2007–2010 წლებში ილიას უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. 2004–2012 წლებში იყო საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან არის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი. ჯუანშერ ზალდასტანიშვილის სამეცნერო კვლევის სფეროა: სპორტის ფიზიოლოგია, თანამედროვე ხუთჭიდი, ფარიკაობა, ცხენოსნობა, რაიტთერაპია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.303; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.42 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |