| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ უთმელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1966 წელს. ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1957 წლიდან გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვამ "ქართული", "ხევსურული სიუიტა", "ჯეირანი", "წყაროსთან", "ქაჯეთის ციხის აღება" და სხვა. 1962–1970 წლებში იყო "საქინფორმისა" და გაზეთ "კომუნისტის" სპეც. კორესპონდენტი საზღვარგარეთ. ღვაწლი მიუძღვის "სუხიშვილების" ანსამბლის ისტორიის შექმნაში. შექმნა ანსამბლის საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე. 1972–1974 წლებში მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში. 1974–1988 წლებში საქართველოს უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროში. 1988–1989 წლებში სახალხო განათლების სამინისტროში. 1989–2001 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროში. 2001 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიულ მიოღვაწეთა საერთო–ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წლიდან თავმჯდომარე, პარალელურად საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე. ავტორია მრავალი პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ–დოკუმენტური ნოველის, ბროშურის. გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ. არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მოთავე და ორგანიზატორია. 2005 წელს დააარსა "ქართული ქორეოგრაფიის დღე" (ყოველწლიურად 11 ივნისი). მონაწილეობდა კინოფილმში "ეთერის სიმღერა" (1955, აბესალომი, რეჟისორი ს. დოლიძე). გასტროლები: მსოფლიოს 65 ქვეყანა ანსამბლთან ერთად. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 454; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.450; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.353-394; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ. 257-258 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

