შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ უთმელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1966 წელს (ჟურნალისტიკა). ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ჯერ მ. რაქვიაშვილთან, შემდეგ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით; 1957 წლიდან ი.სუხიშვილისა და ნ.რამიშვილის მიწვევით გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვამ "ქართული", რომელსაც ნ. რამიშვილთან ერთად ასრულებდა; 1962–1970წწ. იყო "საქინფორმისა" და გაზეთ "კომუნისტის" სპეც კორესპონდენტი საზღვარგარეთ; ღვაწლი მიუძღვის "სუხიშვილების" ანსამბლის ისტორიის შექმნაში; შექმნა ანსამბლის საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე; 1972–1974წწ. მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში; 1974–1988წწ. საქართველოს უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროში; 1988–1989წწ. სახალხო განათლების სამინისტროში; 1989–2001წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროში; 2001 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიულ მიოღვაწეთა საერთო–ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წლიდან თავმჯდომარე, პარალელურად საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე; ავტორია მრავალი პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ–დოკუმენტური ნოველის, ბროშურის; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ; არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მოთავე და ორგანიზატორია; 2005 წელს დააარსა "ქართული ქორეოგრაფიის დღე"(ყოველწლიურად 11 ივნისი); მონაწილეობდა კინოფილმში "ეთერის სიმღერა"(1955, აბესალომი, რეჟისორი ს. დოლიძე); გასტროლები: მსოფლიოს 65 ქვეყანა ანსამბლთან ერთად. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 454; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.450; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.353-394 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |