შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევასტი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიააგროვებდა უმთავრესად იმერული ფოლკლორის ნიმუშებს. ზედმიწევნით შეისწავლა თავისი სოფლის წევის (ახლანდელი ზესტაფონის რაიონის სოფლები ზედა და ქვედა წევა) ზეპირსიტყვიერება. შეკრებილი მასალა გამოაქვეყნა ჟურნალ "აკაკის კრებულსა" (1899), "ძველ საქართველოში" (ტ. 1, 1909; ტ. 4, 1915). მისი ფოლკლორისტული ჩანაწერების დიდი ნაწილი და მოგონებანი რევოლუციამდელ საქართველოში შემკრებლობითი მუშაობის შესახებ დაცულია შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. სპეციალობით აგრონომი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23; ფსევდონიმები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.522 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |