Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: წევა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1923 წელს. 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს საქართველოს კომუნისტურ უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის, ცხინვალის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. საქართველოს კომუნისტურ უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრებს. 1914 წლიდან ქართულ პრესაში აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს; 1929-1945წწ. თანამშრომლობდა ჟურნალ "ტარტაროზსა" და "ნიანგში". წერდა ფსევდონიმებით "სიმონ წეველი", "მედუზა" და სხვა. 1948 წელს ცალკე წიგნად გამოსცა საბავშო პოემა "რწყილი და ჭიანჭველა". ავტორია ნაშრომებისა: "ქართული ენა და მხატვრული მეტყველება" (1931), "სამუშაო წიგნი ლიტერატურაში" (1932), "ლიტერატურისმცოდნეობის საფუძვლები" (1942), "ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი" (1955), "სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია" (1962) და სხვა. დოქტორი (1962), პროფესორი (1962). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |