შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ პოლიევქტოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1894 წელს. პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დატოვეს რუსეთის ისტორიის კათედრაზე; შემდეგ მიავლინეს საზღვარგარეთ არქივებში სამუშაოდ; 1917 წელს აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად; 1920 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი; იკვლევდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხებს; მნიშვნელოვანია XII-XIXსს. კავკასიაში ევროპელი მოგზაურების შესახებ მის მიერ ორ წიგნად გამოცემული საინფორმაციო-საცნობარო მასალა; მისი პუბლიკაციები მნიშვნელოვან მასალას შეიცავს თბილისის ისტორიაზე; გ. ნათაძესთან ერთად გამოაქვეყნა წიგნი "ძველი თბილისი" (თ., 1938); დამსახურება მიუძღვის 1832 წლის შეთქმულების ისტორიის საარქივო მასალების შეგროვებასა და ლენინგრადიდან თბილისში გადმოტანაში; არქეოგრაფი, კავკასიოლოგი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.739; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |