Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევ პისარჟევსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიშინიოვი, მოლდოვა. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი ოდესაში 1896 წელს. 1904-1908წწ. იყო იურიევის (ახლანდ. ტარტუს) უნივერსიტეტის; 1908-1911წწ. კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი; 1911-1913წწ. ასწავლიდა ბესტუჟევის კურსებზე და პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში; 1913 წლიდან იყო დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის პროფესორი, ხოლო 1927-1929წწ. უკრაინის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ინსტიტუტი შეიქმნა მისი ინიციატივით, მისივე სახელობისაა); 1929-1931წწ. თბილისში სათავეში ედგა ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი წინადადებით ამ ინსტიტუტს მიანიჭეს პ. მელიქიშვილის სახელი (ამჟამად პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი); პ. მელიქიშვილთან ერთად შეისწავლა მრავალი ახალი ზეჟანგური ნაერთი, რისთვისაც მათ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ მ. ლომონოსოვის სახ. პრემია და დიდი ოქროს მედალი მიაკუთვნა. მან საფუძველი ჩაუყარა ჰეტეროგენული კატალიზის ელექტრონულ თეორიას და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.739 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |