The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ პოლონსკი

იაკობ პოლონსკი
Date of birth:6 December, 1819
Date of death:18 October, 1898  (at 78 years)
Burial location:ქ. რიაზანი, რუსეთი.
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რიაზანი, რუსეთი.

1840 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; ავტორია პეიზაჟური, ლირიული ლექსებისა, პოემებისა და მოთხრობებისა; 1846 წლის ივნისიდან 1851 წლის მაისამდე ცხოვრობდა თბილისში; მუშაობდა გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკის" რედაქტორის (პ. იოსელიანი) თანაშემწედ; შეისწავლა ქართული ენა, საქართველოს წარსული და აწმყო, ზნე-ჩვეულებები; მოგზაორობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: თბილისის პრესაში გამოაქვეყნა "თბილისის სტატისტიკური ნარკვევი" (1847); წერილები საქართველოს ისტორიის, ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და თეარტის შესახებ; მასვე ეკუთვნის თბილისის, ქუთაისის, გორის, დუშეთისა და სხვა ქალაქების ჩანახატები; გამოსცა პოეტური კრებულები "საზანდარი" (1949) და "რამდენიმე ლექსი" (1951); მას ეკუთვნის რუსულ ლიტერატურაში რუსთაველისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი და პირველი გამოკვლევები საიათნოვასა და გ. ერისთავის შესახებ; თბილისი აისახა მის ლექსებში: "გასეირნება თბილისში", "ნუ მელოდები", "უსტაბაშის არჩევა", "თბილისის თეატრის გახსნის გამო", "მოხუცი აშუღი", "ნ.ა. გრიბოედოვა", აგრეთვე მოთხრობებში: "თბილისის ქოხები", "ბინა თათრულ კვარტალში", და სხვა. თბილისმა გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მან კავშირი გაწყვიტა რომანტიზმთან და ცხოვრების "ნატურალური" (რეალისტური) ასახვის მომხრე გახდა; მის შემოქმედებაში აისახა ქალაქის სოციალური კონტრასტები; 1851 წლიდან ცხოვრობდა პეტერბურგში; თანამშრომლობდა ჟურნალ "სოვრემენნიკსა" და "ოტეჩესტვენნიე ზაპისკიში", რედაქტორობდა ჟურნალ "რუსსკოე სლოვოს" (1859-1860); 1887 წელს მისი მოღვაწეობის 50 წლისთავზე, ქართველმა ინტელიგენციამ მის იუბილეზე დ. ერისთავი გაგზავნა. რუსი პოეტი.

წყარო:100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.223-224; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.741.

Member of Organizations

  • პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1886-)

Bibliography

  • Несколько стихотворений (Author). - Тифлис, тип. Канцелярии наместника кавк., 1851. - 38с.
  • Сазандар : Стихи Я.П. Полонского (Author). - Тифлис, тип. Канцелярии наместника кавк., 1849. - 60с.

Share: