შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის კათედრის ლაბორანტი; 1974 წლიდან მუშაობს პროკურატურის ორგანოებში; სხვადასხვა წელს იყო თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე; იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს პროკურატურაში - საერთო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; არასრულწლოვანთა შესახებ კანონიერების შესრულებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; 1987-1989წწ. თბილისის გლდანის რაიონის პროკურორი; 1989-1999წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა სამმართველოს უფროსი; 1999 წლის ნოემბრიდან თბილისის პროკურორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.741
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |