Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სილიბისტრო ლომჯარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. 1901 წელს შევიდა მუშათა სოციალ-დემოკრატიულ წრეში. 1901 წლის 31 დეკემბერს ბათუმში მის ბინაზე ი. სტალინის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბათუმის სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო როტშილდის ქარხნის მუშათა 1902 წლის გაფიცვასა და ბათუმის მუშათა 9 მარტის დემონსტრაციაში, რის გამოც დააპატიმრეს. 2 ივნისს გაათავისუფლეს და პოლიციის განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს. როტშილდის ქარხანაში მან კვლავ განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. 1903 წლის 22 ივნისს ერთ-ერთმა პროვოკატორმა სასიკვდილოდ დაჭრა. მის დაკრძალვას 3 ათასამდე კაცი დაესწრო. აქ წარმოთქვეს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სიტყვები. ცნობა ლომსაძის დაღუპვისა და დაკრძალვის შესახებ დაიბეჭდა ლენინურ ისკრაში 1903 წლის 1 აგვისტოს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.288
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |