შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ტარიჭისძე![]()
ბიოგრაფიაიოანე ტარიჭისძეს ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობაში" (XVIII ს.) ეძღვნება ორსტროფიანი იამბიკო, რომელშიც ნათქვამია: იოანე ტარიჭისძემ "გჳთარგმნნა წიგნნი, შეგჳმკო ეკლესია", საქართველოში "სწავლა განჰფინა". "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი ნუსხის გვიანდელი მინაწერის მიხედვით, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის, იოანე ტარიჭისძე საზღვარგარეთ მოღვაწეობდა და დაახლოებით 1114 წელს დაბრუნდა საქართველოში თეოფილე ხუცესმონაზონთან და არსენ იყალთოელთან ერთად. კორნელი კეკელიძე იოანე ტარიჭისძეს ნეოპლატონიკოსად მიიჩნევს და მიაწერს ამონიოს ერმისის ორი თხზულების თარგმანს, რომებსაც სხვა მკვლევრები (ს. გორგაძე და ი. ლოლაშვილი) იოანე პეტრიწს მიაკუთვნებენ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღორძინების ხანის მწერლებს შეიძლება ერეოდეთ იოანე ტარიჭისძე იოანე პეტრიწში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 192
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |