Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1923-1925წწ. გამოდიოდა თბილისის უნივერსიტეტის გუნდში; 1925-1929წწ. "დინამოში". 1930-1938წწ. თამაშობდა კიევის "დინამოსა" და ივანოვოს "ოსნოვაში"; იყო საქართველოს, უკრაინის და სსრკ ნაკრების წევრი; ამიერკავკასიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა სსრკ ჩემპიონატის მეორე (1931) და მესამე (1934) პრიზიორი; ერთხელ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; 1937 წლიდან მუშაობდა მწვრთნელად; 1945-1947წწ., 1954 წელს, 1959-1961წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის "დინამოს", 1948-1951წწ. - თბილისის "სპარტაკს", რომელიც გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში; მუშაობდა ქუთაისის "ტორპედოს", ტყიბულის "მეშახტის", ივანოვოს "კრასნოე ზნამიას", "ახალგაზრდათა საფეხბურთო სკოლის" მწვრთნელად; 1955-1956წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლას; ქართული ფეხბურთის დიდი მოამაგე, გამოჩენილი სპორტსმენი, გონიერი რეფორმატორი. გამოირჩეოდა მოთამაშეთა შერჩევის შესაშური ალღოთი; საფეხბურთო ანსამბლის შექმნის განსაკუთრებული უნარით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აღიზარდა პირველხარისხოვან ფეხბურთელთა მთელი პლეადა; თბილისში არის ანდრო ჟორდანიას ქუჩა; მწვრთნელი (ფეხბურთი). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.744 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |