შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში, საქტელერადიოკომიტეტში; სხვადასხვა წელს იყო რამდენიმე გაზეთის ("მაცნე", "ერქვანი", "რეფორმა", ამბროლაურის რაიონული გაზეთის) რედაქტორი; 1985-1988წწ. მუშაობდა გაზ. "თბილისის" რედაქციაში განყოფილების გამგედ; 1988 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა (ახლანდელი ფედერაციის) კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან - ჟურნალ "ჟურნალისტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი; ჟურნალისტური კლუბის "საფიხვნოს" პრეზიდენტი; რამდენიმე წიგნის ავტორია; მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური და ტელეფილმები; მიღებული აქვს ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.745; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.397 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |