Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1920 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ოდესაში ნ. სტრაჟესკოს კლინიკაში; 1931-1934წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებების, 1934-1935წწ. კი ჰოსპიტალური პედიატრიის (რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე) კათედრის გამგე; 1935-1937წწ. ერთდროულად განაგებდა თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების პედიატრიის კათედრებს. 1937-1941წწ. იყო მის მიერ დაარსებული ბავშვთა I საავადმყოფოს დირექტორი. იგი შეისწავლიდა ჩვილ ბავშვთა პნევმონიას, ფილტვისა და პლევრის ჩირქოვან დაავადებებს, ფილტვის ტუბერკულიოზს, ანემიას და სხვა. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.294; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.430
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |