The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გეგეჭკორი

დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:1937  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარტვილი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის საინჟინრო-სამელიორაციო ინსტიტუტი 1914 წელს.

1925-1926წწ. ხელმძღვანელობდა ქვემო ქართლის საველე საირიგაციო სამუშაოებს. 1928 წლიდან კოლხეთის ველის სამელიორაციო სამუშაოთა უფროსი და მთავარი ინჟინერი იყო, 1923 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს მელიორაციისა და ჰიდროტექნიკაში. პირველი ქართული ტექნიკური ჟურნალის "ტექნიკა და ცხოვრების" ერთ-ერთი დამაარსებელია. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.29

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: