შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზანდუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არანისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს. მიხეილ ზანდუკელი საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი (1937, იყო მისი პირველი დირექტორი). მან დააარსა და 1926-1941 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ინსტიტუტს. II მსოფლიო ომის დროს განაგებდა ამ ინსტიტუტის ბაზაზე გახსნილ ევაკოჰოსპიტალს, 1946–1950 წლებში კი-თბილისის ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოს. მიხეილ ზანდუკელი იყო საქართველოს ფიზიოთერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე იყო (1938–1950). მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძირითადად ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1907 დაარსდა "მოსკოვის ქართველთა საზოგადოება", რომლის თავმჯდომარე იყო ა. სუმბათაშვილი, მოადგილე–მიხეილ ზანდუკელი. საზოგადოებამ მოაწყო ლაზარეთი დაჭრილ ქართველ მეომართათვის (გამგე-მიხეილ ზანდუკელი). 1912 წელს მისი ინიციატივით მოსკოვში დაარსდა საექიმო შრომის სამედიცინო ბიურო, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. ფიზიოთერაპევტი. კურორტოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |